„იფსვიჩ თაუნის“ მცველმა ეშლი იანგმა განაცხადა, რომ თავის ბოლო პროფესიულ მატჩს 2 მაისს ჩაატარებს. „იფსვიჩი“ ჩემპიონშიფის 46-ე ტურში „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ დაუპირისპირდება.
„სეფტონ როუდიდან“ „ვიკარაჯ როუდამდე“, „ვილა პარკიდან“ „უემბლიმდე“, „ოლდ ტრაფორდიდან“ „სან სირომდე“, ისევ „ვილა პარკამდე“, შემდეგ „გუდისონ პარკამდე“ და ბოლოს „პორტმან როუდამდე“. ეს იყო წარმოუდგენელი მოგზაურობა - ისეთი, რაზეც ბავშვობაში მხოლოდ ოცნება შემეძლო! მაგრამ ყველა ოცნებას უნდა ჰქონდეს დასასრული და შაბათს შეიძლება ჩემი პროფესიული კარიერის ბოლო მატჩი იყოს. 23 წელი - და სულ ესაა!“, - დაწერა იანგმა სოციალურ ქსელში.
40 წლის ეშლი იანგს უთამაშია ინგლისურ კლუბებში „უოტფორდში“, „ასტონ ვილაში“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და
იანგი ინგლისის ნაკრების ღირსებას 2007-2018 წლებში იცავდადა 39 მატჩში 7 გოლი გაიტანა.





