ფეხბურთი

18:00 | 30.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კანადა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის უსაფრთხოებისთვის დამატებით 106 მილიონ დოლარს გამოყოფს

კანადის ფედერალური მთავრობა 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის უსაფრთხოებისთვის 145 მილიონ კანადურ დოლარამდე (106 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს, რათა მასპინძელ ქალაქებს, ვანკუვერსა და ტორონტოს, დაეხმაროს ტურნირის დროს პოლიციის უპრეცედენტო განლაგებასთან დაკავშირებული მზარდი ხარჯების დაძლევაში, იტყობინება The Globe and Mail.

ამ ფაქტის შესახებ ოთხშაბათს, 29 აპრილს გამოცხადდა. ეს თანხები პოლიციას დაეხმარება უსაფრთხოების პოტენციური საფრთხეების მონიტორინგსა და თავიდან აცილებაში. მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები კანადაში პირველად გაიმართება, შეერთებული შტატებისა და მექსიკის მასპინძელ ქალაქებთან ერთად.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.075071