ფეხბურთი

16:20 | 30.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი: "კვარა საოცარი ადამიანია, ოქროს ბურთის მოგება ნამდვილად შეუძლია"
ოსიმენმა საუკეთესო ფეხბურთელად, ვისთანაც უთამაშია, ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა

სტამბოლის „გალათასარაის“ ფეხბურთელმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

ნიგერიელმა თქვა, რომ ხვიჩა შესანიშნავი ბიჭია, არა მარტო მოედანზე, არამედ მოედნის მიღმაც და მას ნამდვილად შეუძლია „ოქროს ბურთის“ მოგება. ვიქტორმა თქვა, რომ კვარა საუკეთესო თანაგუნდელია, რომელიც ჰყოლია.

„ჩემი საუკეთესო თანაგუნდელი? კვარაცხელია. ის საოცარი ფეხბურთელია, შესანიშნავი ბიჭი. ვგულისხმობ, რომ გასახდელშიც და მოედანზეც, ის შესანიშნავია. ხვიჩა საოცარი ადამიანია და როდესაც „ნაპოლიში“ მოვიდა, ვამბობდი: „ღმერთო, უახლოეს მომავალში მას შეუძლია ოქროს ბურთის მოგება“. კვარაცხელიას ნამდვილად შეუძლია ამის გაკეთება.

მას შემდეგაც კი, რაც პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, ჩვენ კონტაქტს ვინარჩუნებთ. მუდმივად ვუკავშირდებით ერთმანეთს და ყოველთვის ვულოცავდი მას მიღწევებს და ისიც იგივეს აკეთებს ჩემთვის. ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია, ეს საკამათოც არ არის და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ", - აღნიშნა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლიში“ ერთად 2022-2024 წლებში ითამაშეს და 2023 წელს სკუდეტოც მოიგეს, რაშიც ყველაზე მეტი წვლილი სწორედ მათ შეიტანეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096233