„მანჩესტერ იუნაიტედმა“ კობი მეინუს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
მეინუმ ხელშეკრულება 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა და კლუბში დარჩება. აღსანიშნავია, რომ რუბენ ამორიმის პერიოდში კლუბი მზად იყო მის გასაყიდად, რადგან მწვრთნელის გეგმებში არ შედიოდა, თუმცა, პორტუგალიელის გათავისუფლებამ მეინუს მდგომარეობა შეცვალა.
21 წლის ნახევარმცველს „მანჩესტერის“ მაისურით დღემდე 98 მატჩი აქვს ჩატარებული და 7 გოლი გაიტანა.





