„სენტ ეტიენის“ მწვრთნელმა ფილიპ მონტანიემ „როდეზთან“ მატჩის წინ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის, ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა.
მონტანიემ აღნიშნა, რომ ზურიკო დავითაშვილი ვერ ითამაშებს, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ბოლო ტურში ის გუნდს დაუბრუნდეს:
„ზურიკო დავითაშვილი „როდეზთან“ ვერ ითამაშებს. მისი კოჭი მძიმედ არის დაზიანებული, მაგრამ დილით უკეთ იყო. ვნახოთ, შემდეგ რა მოხდება“, - აღნიშნა მონტანიემ.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 13 გოლით ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა.
„სენტ ეტიენი“ 57 ქულით მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა, „ლე მანს“ ერთი ქულით ჩამორჩა. მესამე ადგილი კი ლიგა 1-ში გადასასვლელი არ არის, მხოლოდ პლეი-ოფში მონაწილეობის უფლებას იძლევა. მომდევნო ტურში „მწვანეები“ 2 მაისს, „როდეზს“ ესტუმრებიან.





