"ალ-აჰლის" მცველმა მერიჰ დემირალმა "ალ-ნასრთან" მატჩის (0:2) შემდეგ მსაჯების მიმართ პრეტენზიები გამოთქვა.
თურქი მცველი მოითხოვდა კინგსლი კომანის გაძევებას, რომელმაც მის წინააღმდეგ იუხეშა. დემირალი ძალიან გაბრაზდა და თამაშის შემდეგ "ალ-ნასრის" ფანებს აზიის ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედალი უჩვენა, სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა ამ ფოტოთი და დაწერა: "ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედალი ამ სტადიონზე პირველადაა".
დემირალმა კომენტარიც გააკეთა და პირდაპირ ისაუბრა: "აბსურდული მსაჯობა იყო, ღმერთს გეფიცებით. შეხედეთ ჩემს ფეხს, კინაღამ მომტეხეს... გადაწყვეტილებებს ყოველთვის "ალ-ნასრის" სასარგებლოდ იღებენ. გეფიცებით, სირცხვილია, მათ ყოველთვის "ალ-ნასრის" გამარჯვება სურთ. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ დახმარების გარეშე ვიმარჯვებთ“, - თქვა დემირალმა.
საუდი პრო ლიგის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე "ალ-აჰლი" მესამე ადგილზეა და ლიდერ "ალ-ნასრს" 13 ქულით ჩამორჩება.







