ფეხბურთი

20:10 | 30.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ჩემი კარიერის დასასრული ახლოვდება და თამაშიდან თამაშამდე სიამოვნებას ვიღებ"

"ალ-ნასრის" ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ საუდი პრო ლიგაში ბევრი ფეხბურთელი მსაჯობაზე წუწუნებს, რაც ლიგისთვის საზიანოა და ამით საუდის არაბეთის ჩემპიონატი ვერ განვითარდება.

„ყველა წუწუნებს, იმაზე მეტად, ვიდრე დასაშვებია. ეს ფეხბურთია, ომი არ არის. ვიცით, რომ უნდა ვიბრძოლოთ, ყველას გამარჯვება სურს, მაგრამ ყველაფერი მისაღები არაა. ბევრი ფეხბურთელი წუწუნებს, სოციალურ ქსელში პოსტავს, საუბრობს მსაჯებზე. ვფიქრობ, ეს კარგი არაა. ამით საუდი პრო ლიგა ვერ განვითარდება, თუ გვინდა, რომ ევროპის საუკეთესო ლიგებს შევუერთდეთ“, - აღნიშნა რონალდუმ.

კრიშტიანუმ ისაუბრა თავის თავზეც და აღნიშნა, რომ მომენტით ტკბება, რადგან იცის, რომ ფეხბურთის სათამაშოდ ბევრი დრო აღარ დარჩა:

„ჩემი კარიერის დასასრული ახლოვდება. ვაგრძელებ თამაშს არა მხოლოდ ამ თაობისთვის, არამედ წინა და მომავალი თაობისთვისაც. ვტკბები ყოველდღე, თამაშიდან თამაშამდე, წლიდან წლამდე, მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასასრულს ვუახლოვდები. ჩემი კარიერა ბრწყინვალე იყო და მინდა, რომ ასე გაგრძელდეს. ისევ ვტკბები, გოლები გამაქვს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მთავარია გამარჯვება. ნამდვილად გვინდა ტიტულის მოგება“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს საუდი პრო ლიგის მიმდინარე სეზონში 25 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა, ხოლო კარიერაში უკვე 970 გოლი დაუგროვდა.

„ალ-ნასრი“ 79 ქულით ლიდერია და ჩემპიონობისკენ მიიწევს, მომდევნო ტურში კი 3 მაისს, „ალ-ქადსიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095185