ფეხბურთი

19:34 | 30.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში

ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდი ცნობილია. საუკეთესო 11-ეულში ოთხივე ნახევარფინალისტ გუნდს ჰყავს წარმომადგენელი და მათ შორის, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაცაა.

კვირის სიმბოლური ნაკრები ასეთია:

მეკარე: დავიდ რაია (არსენალი)

მცველები: დაიო უპამეკანო (ბაიერნი), მარკ პუბილი (ატლეტიკო), გაბრიელ მაგალაეში (არსენალი)

ნახევარმცველები: მაიკლ ოლისე (ბაიერნი), ვიტინია (პსჟ), ჟოაო ნევეში (პსჟ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

თავდამსხმელები: უსმან დემბელე (პსჟ), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლუის დიასი (ბაიერნი)

კვირის საუკეთესო ფეხბურთელად უსმან დემბელე დასახელდა. უეფამ არჩევანი მასსა და ანტუან გრიზმანს შორის გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 43 შეხვედრაში 18 გოლით და 9 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.176718