ფეხბურთი

20:45 | 30.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუკა დი მარციო: "სიმართლე არაა, რომ კვარაცხელია "ნაპოლიში" ამას არ აკეთებდა"

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ თითქოს, კვარაცხელია „ნაპოლიში“ თამაშის პერიოდში დაცვას არ ეხმარებოდა.

„გუშინ ისევ ვნახე „კვარადონა“. არ შეესაბამება სიმართლეს, რომ ის „ნაპოლიში“ დაცვაში არ ბრუნდებოდა. ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით კუთხურის ალამთანაც ჩადიოდა, შესაძლოა, ყოველთვის არა, მაგრამ ამას აკეთებდა. ვფიქრობ, დაცვით ფაზაში მისი თამაშის უნარი სწორედ სპალეტისთან დაიბადა, შემდეგ კი ლუის ენრიკესთან განავითარა. დღეს კვარაცხელიას მოედანზე თავისუფლება აქვს, სწრაფად თამაშობს და ისევ ბრწყინავს, რაც „ნაპოლის“ ბოლო პერიოდიში დაკარგა. რა თქმა უნდა, პსჟ-ს მხოლოდ ის არ ჰყავს: მათ ასევე ჰყავთ დემბელე, ბარკოლა“, - აღნიშნა დი მარციომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 43 შეხვედრაში 18 გოლით და 9 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.157443