ვეტერანი მექსიკელი მეკარე გილერმო ოჩოა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეექვსედ ითამაშებს.
40 წლის კიპერი მექსიკის ნაკრების განაცხადში მოხვდება, მუნდიალის შემდეგ კი სანაკრებო და საკლუბო კარიერასაც დაასრულებს, რადგან „აელ ლიმასოლს“ სეზონის ბოლოს დაემშვიდობება.
ოჩოამ 2006, 2010, 2014, 2018 და 2022 წლებში ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მას მექსიკის ნაკრებში 2005 წლიდან 151 მატჩი აქვს ჩატარებული.
საკლუბო კარიერაში სამშობლოს გარდა, „აიაჩოში“, „მალაგაშაი“, „გრანადაში“, „სტანდარდში“, „სალერნიტანასა“ და „ავეშში“ უთამაშია.







