ფეხბურთი

23:50 | 30.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხულიან ალვარესი "არსენალთან" საპასუხო მატჩში ითამაშებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი ხულიან ალვარესი ტრავმირებული არ არის. არგენტინელი კოჭის პრობლემის გამო „არსენალთან“ მატჩში შეცვალეს.

თუმცა, სამედიცინო შემოწმებამ არ აჩვენა დაზიანება, რაც იმას ნიშნავს, რომ ალვარესი ლონდონურ გუნდთან საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში მოედანზე იქნება. ეს „ატლეტიკოსთვის“ შესანიშნავი ამბავია, რადგან ხულიანი გუნდის აშკარა ლიდერია.

ხულიან ალვარესს მიმდინარე სეზონში 48 შეხვედრაში 20 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, 10 ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც შესანიშნავ სეზონს ატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11153