ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ირანის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.
ინფანტინომ ისიც დასძინა, რომ ირანი მატჩებს აშშ-ში ჩაატარებს, ისე, როგორც ეს წილისყრით გადაწყდა:
„ირანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. და, რა თქმა უნდა, ისინი მატჩებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ითამაშებენ. მიზეზი მარტივია: ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, გავაერთიანოთ ხალხი. ფეხბურთი გვაერთიანებს“, - თქვა ინფანტინომ.
ირანის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ახალი ზელანდიის, ბელგიისა და ეგვიპტის ნაკრებების წინააღმდეგ უნდა ითამაშოს.







