ევროლიგის პლეი-ოფში „მონაკო“ სტუმრად პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ შეხვდა და ისე დამარცხდა.
მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა მეტოქეს წინააღმდეგობა პრაქტიკულად ვერ გაუწია და 30 ქულით, 64:94 წააგო. გარდამტეხი იყო მეორე პერიოდი, რომელიც ბერძნებმა 31:8 მოიგეს და ეს სოლიდური უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.
„ოლიმპიაკოსს“ ალექსანდარ ვეზენკოვმა (21 ქულა, 7 მოხსნა) და ევან ფურნიემ (16 ქულა, 7 პასი, 5 მოხსნა) ულიდერეს.
„მონაკო“ სერიაში 0:2 მარცხდება, მესამე მატჩი კი 5 მაისს, მონაკოში გაიმართება.







