ევროპა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა, რომლებიც საინტერესო და დაძაბული გამოდგა.
ინგლისურ დერბიში „ნოტინგემ ფორესტმა“ ბირმინგემის „ასტონ ვილას“ პირველი დუელი მოუგო. ყველაფერი ერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 71-ე წუთზე პენალტით კრის ვუდმა გაიტანა. უნაი ემერის გუნდმა შემდეგ ვერ მოახერხა გათანაბრება და „ნოტინგემი“ „ვილა პარკზე“ მცირე, მაგრამ მაინც უპირატესობით ჩავა.
კიდევ უფრო დრამატული გამოდგა მეორე ნახევარფინალური შეხვედრა, რომელშიც „ბრაგამ“ „ფრაიბურგი“ 2:1 დაამარცხა. პორტუგალიელები სწრაფად დაწინაურდნენ, მერვე წუთზე დემირ ტიკნაზმა გაიტანა, რასაც გერმანელებმა მალევე უპასუხეს - ანგარიში ვინჩენცო გრიფომ გაათანაბრა.
პირველი ტაიმის მიწურულს „ბრაგას“ ისევ შეეძლო დაწინაურება, მაგრამ როდრიგო სალაზარმა პენალტი ვერ გაიტანა. მეორე ნახევარში არაფერი იცვლებოდა, თუმცა, ბოლო, მეორე კომპენსირებულ წუთზე მარიო დორჟელესმა გაიტანა და „ბრაგამ“ პირველი რაუნდი მოიგო, უპირატესობის შენარჩუნებას კი გერმანიაში ეცდება.
ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩები ერთ კვირაში, 7 მაისს გაიმართება.







