კონფერენს ლიგაზე ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. „რაიო ვალეკანომ“ საკუთარ მოედანზე „სტრასბურს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე ესპანელთა ფეხბურთელმა ალემაომ გაიტანა და „რაიომ“ საპასუხო შეხვედრის წინ უპირატესობა მოიპოვა.
უფრო მეტი რამ გამოიკვეთა „შახტარი“ – „კრისტალ პალასის“ წყვილში, რადგან სტუმრებმა 3:1 მოიგეს და დიდი ნაბიჯი გადადგეს ფინალისკენ.
ინგლისური გუნდი პირველივე წუთზე ისმაილა სარმა გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში ოლეგ ოჩერეტკოს გოლით დონეცკელებმა გაათანაბრეს, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა. შემდეგ სტუმრებმა ორჯერ შეაგდეს - ჯერ დაიჩი კამადამ გაიტანა, შემდეგ იორგენ სტრანდ ლარსენმა და „კრისტალ პალასი“ ცალი ფეხით ფინალშია. ირაკლი აზაროვი „შახტარის“ სათადარიგო სკამზე იყო.
კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩები ერთ კვირაში, 7 მაისს გაიმართება.







