ფეხბურთი

12:16 | 1.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" 18 წლის იტალიელ ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

„დორტმუნდი“ იტალიელ ფეხბურთელ სამუელე ინასიო პიას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და 18 წლის იტალიელი გარემარბი გერმანულ გუნდში დარჩება. კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაფორმდება. ინასიოს მიმართ ევროპის რამდენიმე გუნდმა გამოიჩინა ინტერესი, მაგრამ "დორტმუნდი" მასზე მომავალში იმედს ამყარებს და არ აპირებს გასხვისებას.

სამუელე ინასიომ მიმდინარე სეზონში „დორტმუნდის“ მაისურით 4 მატჩი ჩაატარა. ის გერმანული გუნდის აკადემიას 2024 წელს „ატალანტადან“ შეუერთდა.

ინასიოს მამა ბრაზილიელია, რომელიც თავის დროზე სერია A-ში თამაშობდა, ხოლო დედა იტალიელი - სამუელე ამჟამად იტალიის 19-წლამდე ნაკრების წევრია, მაგრამ ბრაზილიის ნაკრებში თამაშიც შეუძლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.081686