ფეხბურთი

12:52 | 1.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას 76-ე კონგრესი ვანკუვერში გაიმართა

ვანკუვერში, FIFA-ს 76-ე კონგრესი გაიმართა, სადაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა წევრი ფედერაციების ხელმძღვანელებთან ერთად, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა - სფფ-ის პრეზიდენტმა და ფიფას ფეხბურთის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან კობიაშვილმა, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, რომელიც ფიფას მამაკაცთა ეროვნული ნაკრებების საშეჯიბრო კომიტეტის წევრია და სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ.

კონგრესზე მონაწილეებს წარუდგინეს 2025 წლის ფინანსური ანგარიშები და აუდიტის დასკვნა. ასევე დამტკიცდა 2027-2030 წლების ბიუჯეტი და განისაზღვრა 2026-2028 წლების აუდიტორთა დანიშვნა.

დღის წესრიგის ფარგლებში განხილული იყო წევრი ასოციაციების მიერ წარმოდგენილი წინადადებები და რასიზმის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლა, როგორც ფეხბურთში თანასწორობისა და ინკლუზიურობის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.

FIFA-ს 76-ე კონგრესის წინ, 28 აპრილს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17029