ფეხბურთი

10:28 | 1.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი.

ქართველი შემტევი UNFP-მ (საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა გაერთიანება) ხუთ ნომინანტს შორის დაასახელა.

დავითაშვილის გარდა ნომინირებული არიან ჯოვანი ვერსინი (პო), ტაფიკ ბენტაიები (ტრუა), მარტინ ადელინი (ტრუა) და ენცო ბარდელი (დიუნკერი). გამარჯვებული 11 მაისს გამოვლინდება.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 13 გოლით ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.1943