„ალ-ნასრის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, საუდი პრო ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებმა მსაჯებს პატივი უნდა სცენ.
როგორც მან აღნიშნა, საუდის არაბეთის ჩემპიონატში ბევრი ფეხბურთელი მის გამო გადავიდა და ახლა მათ წუწუნი უნდა შეწყვიტონ:
„სეზონის ბოლოს ბევრ რეალურ საკითხზე ვისაუბრებ. მე ვიყავი პირველი, ვინც ამ ლიგაში მოვედი და დანარჩენები ჩემ გამო მოვიდნენ. მათ პატივი უნდა სცენ მსაჯებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეცდომებს უშვებენ, ეს ბუნებრივია, რადგან ადამიანები არიან და შეცდომებს უშვებენ“, - თქვა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს საუდი პრო ლიგის მიმდინარე სეზონში 25 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა, ხოლო კარიერაში უკვე 970 გოლი დაუგროვდა.







