სლოვაკეთის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.
როგორც მან აღნიშნა, კვარაცხელიასთან მუშაობა მწვრთნელისთვის შესანიშნავია და მისი თვისებები ადამიანურ ზღვარს სცდება:
„დნმ-ში ჰქონდა იქამდე მისვლა, სადაც ახლაა. კვარაცხელია ფანტასტიკური ფეხბურთელია, უჩვეულო თვისებებით. სამწუხაროდ, ვერ შევძელით იტალიაში მისი შენარჩუნება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მან ნაბიჯი წინ გადადგა. ჩემპიონთა ლიგაზე მთავარ როლში თამაშობს, ოქროს ბურთზეც კი საუბრობენ. ის შესანიშნავი ადამიანია, მწვრთნელებისთვის მასთან მუშაობა და ურთიერთობა ძალიან კარგია. როდესაც ავარჯიშებ, ხვდები, რა თვისებებს ფლობს“, - თქვა კალცონამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 43 შეხვედრაში 18 გოლით და 9 საგოლე პასით გამოირჩა.





