ფეხბურთი

15:43 | 1.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

რუი ბორჟესმა "სპორტინგთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლისაბონის „სპორტინგმა“ მთავარ მწვრთნელ რუი ბორჟესს ახალი კონტრაქტი გაუფორმა.

პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდში 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს „სპორტინგს“ კარგი შედეგები აღარ აქვს, მწვრთნელს ნდობა გამოუცხადეს.

რუი ბორჟესი „სპორტინგში“ 2024 წლიდან მუშაობს და მიმდინარე სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც „არსენალთან“ დამარცხდა. „სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩენის საფრთხე ემუქრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.180312