რაგბი

17:20 | 1.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

20 წ. | „ტროფი ტურის“ ფარგლებში თასი 2 მაისს ქუთაისს ეწვევა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მთავარი ჯილდო - თასი, „ტროფი ტურის“ ფარგლებში საქართველოში მოგზაურობას აგრძელებს.

მოქმედმა ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკამ თასი საქართველოში თებერვალში ჩამოიტანა, როდესაც ჩვენს 20-წლამდელებთან ორი ამხანაგური, სასელექციო შეხვედრა გამართა.

“ტროფი ტურის” ფარგლებში თასი პირველად ბათუმში ჩავიდა და crocobet დიდი 10-ის ფინალის დღეს, „აჭარაბეთ არენაზე“ იყო წარმოდგენილი.

2 მაისს ის ქუთაისს ეწვევა - ქალაქს, სადაც 2026 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის 20 შეხვედრა გაიმართება!

გვირილობის ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის ცენტრალურ პარკში (ვერიკო ანჯაფარიძის სკვერი) მოეწყობა სარაგბო კუთხე, სადაც ყველა მსურველს შეეძლება იმ თასის ხილვა, რომლისთვისაც 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრები იბრძოლებს.

ადგილზე იქნებიან ქუთაისელი ვეტერანი და მოქმედი მორაგბეები, ასევე სხვადასხვა სპორტის წარმომადგენელი ადგილობრივი სპორტსმენები. 20-წლამდელთა ჩემპიონატისა და ზოგადად რაგბის ცნობადობის ამაღლების მიზნით, ადგილზევე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები, ასევე, ჩატარდება სხვადასხვა სპორტული (სარაგბო) აქტივობები.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172387