ფეხბურთი

17:55 | 1.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: "ალისონი დაბრუნებასთან ახლოსაა, მაგრამ არ გვინდა გავრისკოთ"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

ნიდერლანდელს არ უსაუბრია გიორგი მამარდაშვილზე, სამაგიეროდ, ვრცლად ისაუბრა სხვა ტრავმირებულ ფეხბურთელებზე - მოჰამედ სალაჰსა და ალისონზე:

„სალაჰი სეზონის განმავლობაში ყოველთვის წარმოუდგენლად ბევრს შრომობს, როგორც ფორმაში ყოფნისას, ასევე ტრავმის დროს, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს. ის, როგორც წესი, სხვა მოთამაშეებთან შედარებით უფრო სწრაფად ახერხებს გამოჯანმრთელებას. მას მცირე ტრავმა აქვს და ველოდებით, რომ ის სეზონის ბოლო ნაწილში დაბრუნდება, მაგრამ არა მომდევნო მატჩში. დიდი შვებაა, რომ ტრავმა უმნიშვნელოა და მას შეუძლია ჩვენთან და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში. თუ არის ერთი მოთამაშე, რომელიც დიდ დამშვიდობებას იმსახურებს, ეს სალაჰია.

ალისონს ჩვენთან ერთად ჯერ არ უვარჯიშია, მაგრამ დღეს გავიგებ, შეძლებს თუ არა ამის გაკეთებას დღეს ან მომავალი კვირის დასაწყისში. ახლოსაა დაბრუნებასთან, მაგრამ არ გვინდა რისკზე წასვლა. არ გვინდა ამის გაკეთება არცერთ მოთამაშესთან. მეკარესა და მოედნის მოთამაშეს შორის განსხვავებაა, როგორც წესი, მოედნის ფეხბურთელებს დაბრუნების შემდეგ მეტი დრო სჭირდებათ ფორმაში შესასვლელად, რადგან მათი კონდიციები არ შეესაბამება იმას, რასაც პრემიერლიგა მოითხოვს“, - თქვა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 3 მაისს გაიმართება. გიორგი მამარდაშვილი ტრავმირებულია და „ოლდ ტრაფორდზე“ ვერ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165217