ხვალ, 2 მაისს, გორის სარაგბო სტადიონზე ‘შავი ლომისა’ და crocobet დიდი 10 XV-ის პირველი თამაში გაიმართება და ის 15 საათზე დაიწყება.
ეს არის სასელექციო შეხვედრების პირველი რაუნდი. ამავე გუნდებს შორის მეორე შეხვედრა ასევე გორში, 8 მაისს შედგება და ისიც 15 საათზე დაიწყება.
გუნდების მწვრთნელებმა უკვე დაასახელეს ის შემადგენლობები, რომლითაც მაყურებლების წინაშე პირველ თამაშში წარსდგებიან. რადგან მატჩი სასელექციო ხასიათისაა, ორივე გუნდი არასტანდარტული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი - თითოეულ მათგანს მარქაფაში 13-13 მოთამაშე ეყოლება.
‘შავი ლომის’ კვართით პირველად ითამაშებს 5 მორაგბე. დამწყებთა შორისაა მგეზავი დავით იმნაძე, ხოლო მარქაფაში ოთია გიორგაძე, მიშო ყაჩლავაშვილი, მერლს პიტერსი და ბაჩანა მონიავა არიან. პიტერსი პირველი ლეგიონერია, რომელიც ქართული პროფესიული ფრენჩაიზის რიგებში გამოჩნდება.
დიდი 10 XV-ის სასტარტო შემადგენლობაში 6 მორაგბეა ჩემპიონ ‘ბათუმიდან’; სამ-სამი ქუთაისის ‘არესიდან’ და ‘აიადან’, ორი რუთავის ‘ხარებიდან’ და ერთი თბილისის ‘წიქარადან’. გუნდს ვანო ფუტკარაძე უკაპიტნებს. მარქაფაშიც 6 მორაგბითაა წარმოდგენილი ‘ბათუმი’, სამით ‘არესი’, ხოლო ორ-ორით თბილისის ‘ლელო’ და ‘ხარები’.
სასელექციო-მოსამზადებელი შეხვედრა
2 მაისი. გორი. 15:00 საათი
შავი ლომი - დიდი 10 XV
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე (კაპ.), 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ოთარ მეტრეველი, 10. დავით იმნაძე, 9. გიორგი სპანდერაშვილი;
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ბადრი ციხისთავი, 4. გურამ ღანიაშვილი, 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე;
მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. გიგა კობახიძე, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გიორგი ნიკოლაძე, 20. ოთია გიორგაძე, 21. გიორგი კერვალიშვილი, 22. მიშო ყაჩლავაშვილი, 23. მერლს პიტერსი, 24. ამირან შვანგირაძე, 25. ზაურ ლუტიძე, 26. ბაჩანა მონიავა, 27. შალვა აფციაური, 28. ალექსანდრე თოდუა.
მთავარი მწვრთნელი: მარკო ბორტოლამი
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ლადო კილასონია
RUGBY.GE







