ფეხბურთი

19:05 | 1.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ინგლისური ფეხბურთი მიყვარს, ამიტომ წავედი "პორტ ვეილის" მატჩზე, როცა პსჟ-"ბაიერნი" იყო"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ მატჩზე კომენტარი გააკეთა:

„პსჟ - „ბაიერნი“ კარგი თამაში იყო, სასიამოვნო. მეორე დღეს, „ატლეტიკო“ – „არსენალი“ სხვა სტილის თამაში იყო, მაგრამ ისიც კარგი. ფეხბურთი მშვენიერია, ყველგან სასიამოვნოა.

„არსენალი“ ჩვენზე ადრე ითამაშებს? „ასეთი გრაფიკია, ნორმალურია. ხან პირველი თამაშობ, ხან - გვიან. უბრალოდ, ასეა. სეზონის ამ ეტაპზე არაფერი იცვლება. ზუსტად იცი, რა უნდა გააკეთო. „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია, ასე რომ, უბრალოდ, ასეა. როდესაც ტრიპლეტი მოვიგეთ, მსგავსი გრაფიკი გვქონდა, მაგრამ დიდი ხნის წინ ვისწავლე, რომ განსხვავებულს არ უნდა ველოდო. უნდა ადაპტირდე.

პსჟ-ს მატჩები გადაუდეს? „შეიძლება სხვა ქვეყნებშიც მოხდეს, მაგრამ აქ ასეა. ადაპტაცია მოგვიწევს. თუ არ მოგწონს, საფრანგეთში ან პორტუგალიაში უნდა იმუშაო. აქ ყოფნა მომწონს და ეს ბევრჯერ მითქვამს, მაშინაც კი, როცა „ბარსელონაში“ ვიყავი და ვხედავდი, როგორ უჩიოდნენ აქაური მწვრთნელები გრაფიკს. ყოველთვის ასე იყო. ამიტომ, არასდროს ველოდი რაიმე განსხვავებულს.

რატომ დავესწარი პსჟ - „ბაიერნის“ დღეს „სტოკპორტი“ – „პორტ ვეილის“ მატჩს? როდესაც კალენდარი ვნახე, პსჟ - „ბაიერნი“, ვთქვი, რა კატასტროფული თამაში იქნებოდა, უვარგისი მწვრთნელები, ცუდი ფეხბურთელები (იღიმის - რედ). მიყვარს ინგლისური ფეხბურთი და სტოკპორტში წავედი.

ზოგი ფიქრობს, რომ დაცვაში გუნდებმა ძალიან ცუდად ითამაშეს? სწორედ ესაა ფეხბურთი. მე და შენ ერთნაირები არ ვართ. ყველას თავისი სტილი აქვს. კარგი მატჩი იყო. რა თქმა უნდა, როდესაც ნახევარფინალში ცხრა გოლს იტან, ეს ფანტასტიკურია“, - თქვა გვარდიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093174