ფეხბურთი

20:17 | 1.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "ვფიქრობ, იამალი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლამინ იამალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი აზრით, ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს:

„ესპანეთის ნაკრების შტაბთან კომუნიკაციაში ვართ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლამინი მწვრთნელთან კომუნიკაციაშია, ის კარგადაა და პროგრესი პოზიტიურად მიდის. ამიტომ, ვფიქრობ, მას მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიხილავთ.

შუძლია თუ არა, „ბარსელონას“ პსჟ - „ბაიერნის“ მსგავსად თამაში? დიახ, 100%-ით, შეგვიძლია. ჯერ სეზონი არ დასრულებულა, ტიტული არ მოგვივია. ახლა მომდევნო მატჩზე ვართ კონცენტრირებული და შემდეგ ვიფიქრებთ "ელ კლასიკოზე". შეიძლება გყავდეს საუკეთესო მოთამაშეები, მაგრამ ტიტულების მოსაგებად საუკეთესო გუნდი გჭირდება.

ლევანდოვსკი? მის მომავალზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს ჩვენ შორის დარჩება. დარჩენილ მატჩებზე ვართ კონცენტრირებულები. როცა ყველაფერი დასრულდება, ვნახოთ, რა მოხდება“, - აღნიშნა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „ოსასუნას“ 2 მაისს, 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166188