ფეხბურთი

21:20 | 1.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "რეალიდან" არავისთან მისაუბრია, გარანტიას გაძლევთ"

ლისაბონის "ბენფიკას" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალიდან" არავინ დაკავშირებია.

მოურინიოს ესპანური მედია "რეალს" უკავშირებს, ამბობენ, რომ ფლორენტინო პერესს მისი დაბრუნება სურს, მაგრამ ჟოზემ ჯერჯერობით არაფერი იცის, ან არ ამხელს:

„რეალიდან“ არავისთან მისაუბრია, გარწმუნებთ. ფეხბურთის სამყაროში დიდი ხანია ვარ, შევეჩვიე ასეთ ჭორებს, მაგრამ „რეალთან“ არანაირი კომუნიკაცია არ მქონია", - აღნიშნა "განსაკუთრებულმა".

შეგახსენებთ, რომ მოურინიო "რეალს" 2010-2013 წლებში წვრთნიდა და თოთოჯერ მოაგებინა ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი. მას "ბენფიკასთან" ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.15771