„ვენეცია“ ერთწლიანი პაუზის შემდეგ სერია A-ში დაბრუნდა. სერია B-ს ბოლოსწინა, 37-ე ტურში „ვენეციამ“ ბოლოადგილოსან „სპეციასთან“ ვერ მოიგო (2:2), მაგრამ ელიტის საგზური მაინც მოიპოვა.
ბოლო ტურის წინ „ვენეცია“ 79 ქულით ლიდერია და მესამეადგილოსან „მონცას“, რომელიც „მანტოვასთან“ 2:3 დამარცხდა, 4 ქულით უსწრებს. შესაბამისად, დაბრუნდა სერია A-ში.
ამასთან ძალიან ახლოსაა გიორგი კვერნაძის „ფროზინონეც“, რომელმაც სტუმრად „იუვე სტაბიას“ 1:0 სძლია. კვერნაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.
„ფროზინონე“ 78 ქულით მეორეა და 3 ქულით უსწრებს „მონცას“, შესაბამისად, ბოლო ტურში „მანტოვასთან“ საკუთარ მოედანზე ქულაც ეყოფა, რომ ელიტაში გადავიდეს, მაგრამ თუ „მონცა“ „ემპოლის“ ვერ მოუგებს, „ფროზინონეს“ ქულაც არ დასჭირდება.
სერია B-დან სერია A-ში საუკეთესო ორი გუნდი პირდაპირ გადადის, მესამე-მერვე ადგილოსნები მესამე საგზურს პლეი-ოფში გაითამაშებენ. პლეი-ოფში მონაწილეობა გაინაღდეს „იუვე სტაბიამ“, „მოდენამ“, „კატანძარომ“, „პალერმომ“ და „მონცამ“ („ფროზინონემ“ თუ „მონცა“ პირდაპირ გადავა). ბოლო ტურში უნდა გაირკვეს მერვეადგილოსნის ბედი.





