ფეხბურთი

23:38 | 1.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო დე ძერბი: "მოედანზე უნდა მოვკვდეთ, ჯერ არ გავარდნილვართ, ტირილი შეწყვიტეთ"

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ „ასტონ ვილასთან“ მატჩის წინ ისაუბრა.

მან ყველას, გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ დადებითი განწყობა შეინარჩუნონ, რადგან ახლა მთავარია, რომ ნეგატიურად არ იფიქრონ:

„მომისმინეთ, მინდა ერთხელ და სამუდამოდ ნათლად განვმარტო ყველაფერი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენში, ფეხბურთელებში, პერსონალსა და გულშემატკივრებში არსებული ხმის ჩახშობა. ამ ხმას შეუძლია ნეგატიური აზრების გაჩენა.

ამჟამად პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდებით, დიდ პატივს ვცემთ ემერის, როგორც მწვრთნელს, მაგრამ თუ „ტოტენჰემი“ „ვილა პარკზე“ მოიგებს, ეს სასწაული არ იქნება. შეიძლება წავაგოთ, არ ვიცი, მაგრამ გვაქვს ამ მატჩის მოსაგებად საჭირო ხარისხი და ეს სასწაული არ იქნება, ამიტომ ვფიქრობ, პოზიტიური განწყობა და ცოტა იღბალი უნდა შევინარჩუნოთ, რადგან დიდ კლუბში ვმუშაობთ.

უნდა ვითამაშოთ, უნდა ვიბრძოლოთ, "ვესტ ჰემზე" ორი ქულით ნაკლები გვაქვს. მათაც ჩვენსავით რთული თამაში უნდა ითამაშონ. ეს არ არის საუკეთესო მომენტი ჩვენთვის, რთული მომენტია, მაგრამ შეწყვიტეთ ტირილი, დამარცხებულები ტირიან. ჯერ არ გავარდნილვართ. მოედანზე უნდა მოვკვდეთ“, - თქვა დე ძერბიმ.

შეგახსენებთ, რომ ტოტენჰემი პრემიერლიგაში 34 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა, ორი ქულით ჩამორჩება ვესტ ჰემს და ხუთით - „ნოტინგემს“, ხოლო „ასტონ ვილას“ 3 მაისს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08804