ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ „ფულჰემთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა კაი ჰავერცის არყოფნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის გუნდისთვის:
„მგონი კი, ყველა კარგადაა, ხვალ დილით ვნახოთ, როგორ იქნება ყველა. ცხადია, ბევრი ვარჯიშის საშუალება არ გვქონია, ამიტომ საბოლოო განახლებულ ინფორმაციას ხვალ გავიგებთ. ჰავერცის არყოფნა? მისი არყოფნა ძალიან იგრძნობოდა. ვსაუბრობთ ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემტევ ფეხბურთელზე.
გუნდმა მის გარეშეც კი წარმოუდგენელი რეაგირების უნარი აჩვენა. გრძნობენ თუ არა ფეხბურთელები გულშემატკივრების ნერვიულობას? ეს კითხვა ფეხბურთელებისთვისაა. უაღრესად მადლიერი ვარ მხარდაჭერისთვის. ყოველთვის მეტი გვინდა, ყოველთვის გვინდა გაუმჯობესება, გვინდა, რომ ყოველი ნაბიჯი პოზიტიური იყოს. ვიცი, რომ ხვალ ნამდვილად განსაკუთრებული მატჩი იქნება. ვიცით, რომ ყველამ ყველაფერი უნდა გაიღოს“, - თქვა არტეტამ.
შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ 3 ქულით უსწრებს „მანჩესტერ სიტის“, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, ხოლო „ფულჰემს“ 2 მაისს დაუპირისპირდება.





