ფეხბურთი

1:24 | 2.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" დირექტორი: "ნოიერთან კონტრაქტზე მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს"

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტრომა კრისტოფერ ფროინდმა დაადასტურა, რომ მანუელ ნოიერთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

„ცხადია, ვსაუბრობთ, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ეს პოზიტიური საუბრებია, რომელიც სამუდამოდ არ გაგრძელდება. მეკარეების ჯგუფი? როდესაც აქ ჩამოდიხარ, როგორც ახალგაზრდა მეკარე, როგორიც იონას ურბიგია და გაქვს შესაძლებლობა იმუშაო მეკარეების ამ ჯგუფთან, ეს განსაკუთრებულია. არაჩვეულებრივი ის არის, თუ როგორ ექცევიან ისინი ერთმანეთს. შეგიძლია იგრძნო შესანიშნავი ატმოსფერო. მანუ თავის გამოცდილებას უზიარებს და იონასი ამით სარგებლობს. ყველამ იცის, რომ როდესაც მანუს მსგავსი ადამიანი ეპოქას განსაზღვრავს, მისი მემკვიდრეობა უდიდესი გამოწვევაა“, - თქვა ფროინდმა.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერს „ბაიერნთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ თანამშრომლობას დიდი ალბათობით, 2027 წლის ზაფხულამდე განაახლებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.157852