ფეხბურთი

12:25 | 2.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ისტორიაში მარადონას შემდეგ: კვარაცხელია, იგუაინი, კარეკა თუ სხვა?

ნეაპოლში გამოკითხეს ჟურნალისტები და ვეტერანი ფეხბურთელები იმის თაობაზე, არის თუ არა, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ისტორიაში დიეგო მარადონას შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელი.

ბევრი მათგანი ასე ფიქრობს, მაგრამ ბევრიც - არა, რომლებიც წინ სხვა ფეხბურთელებს აყენებენ, მაგალითად, მარეკ ჰამშიკს და ბრუნო ჯორდანოს.

მასიმილიანო ესპოზიტო (ვეტერანი ფეხბურთელი): "ამჟამად ვიტყოდი, რომ მარადონას შემდეგ „ნაპოლიში“ ყველაზე დიდი ფეხბურთელია. პსჟ-ში ის თავის შესაძლებლობებს ამტკიცებს. აქ ძალიან ახალგაზრდა მოვიდა, ახლა უფრო მომწიფებულია, უფრო მეტად სრულყოფილია, ნამდვილად ტოპ ფეხბურთელია. ამ დონეზე მისაღწევად საჭირო მუშაობაა“.

რაფაელე დი ფუსკო (ნაპოლის ყოფილი მეკარე): „სხვა შესანიშნავი ფეხბურთელებიც გვყავდა, მაგალითად კარეკა, იგუაინი. მოდი, ასე ვთქვათ, რომ კვარა „ნაპოლის“ ისტორიაში თავის პოზიციაზე საუკეთესოა".

სტეფანო იმპალომენი (ვეტერანი ფეხბურთელი): "მან ჩვენთან ორი სკუდეტო მოიგო. 3-4 ფეხბურთელს შორისაა. იგუაინი, კავანი, კარეკა: მათ დონეზე დავაყენებდი".

ენრიკო ფედელე (აგენტი): "კვარაცხელია ძალიან გაუმჯობესდა, თუნდაც იმიტომ, რომ „პარი სენ-ჟერმენში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ერთ ენაზე საუბრობენ. თუმცა, მე მარადონას შემდეგ ჯორდანოს დავაყენებდი, მიუხედავად იმისა, რომ იგუაინი გამორჩეული იყო. ჯორდანო კარეკასაც სჯობდა“.

ალესანდრო რენიკა (ვეტერანი ფეხბურთელი): „გუნდში თავს შესანიშნავად გრძნობს. ლუის ენრიკე ორკესტრის იდეალური დირიჟორია. ვიტყოდი, რომ არა, ბრუნო ჯორდანო ნამდვილად საოცარი იყო“.

რაფაელე მინიანო (ჟურნალისტი): "კვარა ოქროს ბურთს იმსახურებს. არ ვიცი, არის თუ არა საუკეთესო „ნაპოლიში“ მარადონას შემდეგ. საუკეთესო ხუთეულში ალბათ შედის, მაგრამ მასზე წინ ჩემი აზრით, ჰამშიკი დგას".

პაოლო პაგანინი (ჟურნალისტი): "კვარას „ნაპოლის“ ისტორიაში 3-4 ფეხბურთელს შორის შევიყვანდი, მაგრამ ბრუნო ჯორდანოსაც. რა თქმა უნდა, კვარა საოცრად ნიჭიერია, მაგრამ მარადონას გარშემო არ ჰყავდა ისეთი ძლიერი ფეხბურთელები, როგორებთანაც ახლა ის თამაშობს“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088286