ფეხბურთი

0:18 | 2.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნარიმანიძემ "ჟილინაში" სლოვაკეთის თასი მოიგო

სლოვაკეთის თასის ფინალში „ჟილინამ“ „კოშიჩე“ 3:1 დაამარცხა და ტიტული მოიპოვა. შესაბამისად, ალექსანდერ ნარიმანიძემ თასი მოიგო.

„ჟილინამ“ მეორე ტაიმის სტარტზე სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა და გამარჯვება არ გასჭირვებია. ნარიმანიძე მოედანზე შეუცვლელად იყო.

„ჟილინამ“ სლოვაკეთის თასი ისტორიაში მეორედ მოიგო, 2012 წლის შემდეგ კი პირველად.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092042