ფეხბურთი

0:50 | 2.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"პიზა" და "ვერონა" სერია A-დან გავარდნენ

„პიზა“ და „ვერონა“ სერია A-დან გავარდნენ. 35-ე ტურში „პიზა“ საკუთარ მოედანზე „ლეჩესთან“ 1:2 დამარცხდა და გადარჩენის ყოველგვარი შანსი დაკარგა.

„პიზას“ 35 ტურში 18 ქულა აქვს და „ლეჩეს“, რომელიც მე-17 ადგილზეა, 14 ქულით ჩამორჩა, რაც სამ ტურში ვერ აღმოიფხვრება. 19 ქულა აქვს „ვერონას“, რომელსაც ამ ტურში ჯერ არ უთამაშია, „იუვენტუსს“ უნდა ესტუმროს, მაგრამ ისიც გავარდა, რადგან „ლეჩეს“ გადასწრების შანსი მანაც დაკარგა.

მესამე წარუმატებელი გუნდის ვინაობა „ლეჩესა“ და „კრემონეზეს“ შორის უნდა გაირკვეს. „ლეჩეს“ 4 ქულით და თამაშით მეტი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164776