„ბარსელონა“ ლონდონის „ტოტენჰემისა“ და არგენტინის ნაკრების მცველის, კრისტიან რომეროს მიმართ ინტერესს იჩენს. ამის შესახებ ნიკოლო სკირა იტყობინება.
ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. „ტოტენჰემი“ თუ პრემიერლიგაში ადგილს ვერ შეინარჩუნებს, რომეროს წასვლის შანსი გაიზრდება.
კრისტიან რომერო „ტოტენჰემში“ 2021 წლიდან თამაშობს და 156 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი. მანამდე არგენტინელი „ბელგრანოს“, „ჯენოას“ და „ატალანტას“ ღირსებას იცავდა.





