ლისაბონის „სპორტინგისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მიმართ ინტერესს ესპანური კლუბები იჩენენ.
პორტუგალიელი ჟურნალისტი ფლავიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს, რომ ინტერესი ლა ლიგის ერთმა და ლა ლიგა 2-ის სამმა კლუბმა გამოიჩინა. თუმცა, ის არ აკონკრეტებს კლუბების სახელებს.
სატრანსფერო ექსპერტი წერს, რომ კლუბებს შორის პირველი ოფიციალურ კონტაქტი უკვე დამყარებულია. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგის“ მაისურით დღემდე ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მისი სათამაშო დრო ძალიან შეზღუდულია - ან საერთოდ არ უწევს მოედანზე გასვლა, ან მხოლოდ მატჩის ბოლო წუთებზე. ქოჩორაშვილი "სპორტინგს" გასულ ზაფხულს "ლევანტედან" 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.





