ფეხბურთი

11:20 | 2.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ძმის კვალდაკვალ: თორნიკე კვარაცხელიას დამატებით "ნაპოლი" ინტერესდება

ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმის თორნიკე კვარაცხელიას დამატებით "ნაპოლი" ინტერესდება. ინფორმაციას იტალიური გამოცემა calcionapoli24.it ავრცელებს.

იტალიური გამოცემა 16 წლის თორნიკეს შესახებ შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:

"2010 წელს დაბადებული თორნიკე უკვე თამაშობს ახალგაზრდულ დონეზე საქართველოს ნაკრებებში და აღსანიშნავია, რომ მისი ძმის მსგავსად ისიც მარცხენა ფლანგზე თამაშობს. სკაუტების შეფასებით, მას აქვს მსგავსი სათამაშო სტილი: მაღალი სისწრაფე, ტექნიკა, დრიბლინგი და აფეთქებითი მოძრაობები, რაც მას ევროპის ერთ-ერთ საინტერესო ახალგაზრდულ პერსპექტივად აქცევს. „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა, ფეხბურთელს უკვე გარკვეული დროა აკვირდება და მის პროგრესს ყურადღებით ადევნებს თვალს", - წერს გამოცემა.

გამოცემა ასევე წერს, რომ შესაძლოა ტრანსფერს ხელი თორნიკეს ასაკმა შეუშალოს, რადგან FIFA-ს მე-19 მუხლი მკაცრად ზღუდავს არასრულწლოვანი ფეხბურთელების საერთაშორისო ტრანსფერებს. შესაბამისად, მიუხედავად დიდი ინტერესისა, თორნიკე კვარაცხელიას „ნაპოლიში“ შესაძლო გადასვლა ამ ეტაპზე მხოლოდ პერსპექტივის დონეზე რჩება. თუმცა აშკარაა, რომ იტალიური კლუბი კვლავ აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდა ტალანტების მონიტორინგს.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე კვარაცხელია "დინამო თბილისის" ფეხბურთელია და საქართველოს 17- წლამდე ნაკრების წევრიც გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159138