NBA-ს პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსმა" საკუთარ დარბაზში "კლივლენ კავალიერსი" ოვერტაიმში 112:110 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა 3:3.
შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ დაძაბული გამოდგა პირველი მეოთხედი ფრედ 32:32 დასრულდა, მეორე პერიოდში კი მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობითაც გავიდნენ. მეორე ტაიმში "კლივლენდმა" თამაში გამოასწორა და საბოლოოდ ძირითადი დრო ფრედ 104:104 დასრულდა და ყველაფერი ოვერტაიმში გადაწყდა, რომელიც კანადელებმა 8:6 მოიგეს და საბოლოოდ სერიაში ანგარიში გაათანაბრეს.
სანდრო მამუკელაშვილმა დღევანდელ მატჩი პარკეტზე 14:24 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 2 ქულას, 4 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას და 1 დაფარებას მოუყარა თავი.
შეგახსენებთ, რომ "ტორონტოსა" და "კლივლენდის" გადამწყვეტი მეშვიდე მატჩი 4 მაისს "კავალიერსის" საშინაო არენაზე გაიმართება.







