კალათბურთი

10:49 | 2.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ორლანდო" დამარცხდა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა, ბითაძემ 6 ქულა ჩააგდო

NBA-ს პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" საკუთარ არენაზე "დეტროიტ პისტონსთან" 79:93 დამარცხდა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა 3:3.

მატჩი "ორლანდომ" კარგად დაიწყო და დიდ შესვენებაზე 22-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლები ძალიან სუსტად გამოიყურებოდნენ, "დეტროიტმა" მესამე პერიოდი 24:11, ხოლო ბოლო პერიოდი 31:8 იმარჯვა და საბოლოო ჯამში სერიაში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

გოგა ბითაძემ დღევანდელ მატჩი პარკეტზე 13:04 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 6 ქულას, 4 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას და 1 დაფარებას მოუყარა თავი. გოგამ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.

შეგახსენებთ, რომ "ორლანდოსა" და "დეტროიტის" გადამწყვეტი მატჩი 3 მაისს, "პისტონსის" საშინაო არენაზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160568