UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ჯასტინ გეიისთან გასამართი ორთაბრძოლის წინ კომენტარი გააკეთა. "ელ მატადორის" თქმით, მაყურებელი განსხვავებულ ილიას იხილავს, რადგან ადრე თუ უბრალოდ საშიში იყო, ახლა უკიდურესად საშიშია.
„ჩემს ცხოვრებაში პირველად, ოქტაგონში შევალ ისე, რომ ჩემი ცხოვრება არ იქნება დამოკიდებული იმაზე, რა მოხდება იქ. მადლობა ღმერთს, რომ მომცა სტაბილურობა, სადაც არც მე და არც ჩემს შვილებს არასოდეს მოგვაკლდება არაფერი ასე რომ ახლა თქვენ იხილავთ განსხვავებულ ილიას.
თქვენ იხილავთ ელ მატადორის შესაძლებლობების არა 100%-ს, არამედ 200%-ს, ადამიანს, რომელიც ნამდვილად ტკბება ამ ხელოვნებით. თუ ადრე სახიფათო ვიყავი, ახლა უკიდურესად საშიში ვარ.
რაც შეეხება გეიჯის, ის შესანიშნავი მებრძოლია, დიდი ისტორიით, ზედმეტსახელით, რომელიც მგონია, რომ ძალიან შეესაბამება მის სტილს, თუმცა მისთვის მხოლოდ ერთი რამ მაქვს სათქმელი - ბოდიში, ჯასტინ, მაგრამ ჩვენი გზები გადაიკვეთა", - განაცხადა ილია თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლა 14 ივნის გაიმართება და ის თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.







