კატალონიის "ბარსელონამ" გუნდის მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკთან ახალ კონტრაქტზე მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და მხარეები უკვე შეთანხმდნენ ორწლიან ახალ ხელშეკრულებაზე, რომლის საბოლოო დეტალების დახურვა მომდევნო კვირისთვის იგეგმება.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, წყაროები მიუთითებენ, რომ შეთანხმება პრაქტიკულად დასრულებულია და დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური დეტალები. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, შეთანხმება ოფიციალურად მომდევნო კვირაში გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიკი "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად 2024 წელს დაინიშნა და მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლამდე აკავშირებს. მისი ხელმძღვანელობით "ბარსელონა" ერთხელ ესპანეთის ჩემპიონატი, ერთხელ კოპა დელ რეი და ორჯერ ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.





