ფეხბურთი

20:20 | 2.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გონსალუ რამუშმა ზაფხულში შესაძლოა პსჟ დატოვოს

24 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა გონსალუ რამუშმა ზაფხულში შესაძლოა "პარი სენ-ჟერმენი" დატოვოს. ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რამუშს რეგულარული სათამაშო დრო სჭირდება, რაც მას პარიზულ კლუბში არ ეძლევა. ამიტომ ახალგაზრდა ფეხბურთელი სატრანსფერო პერიოდში შემოთავაზებებს განიხილავს. მისი დამატებით არაერთი ევროპული კლუბია დაინტერესებული, თუმცა ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ გონსალუ რამუში პსჟ-ს ღირსებას 2024 წლიდან იცავს და მისი სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკეტის მიხედვით 35 მილიონია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160226