ფეხბურთი

19:30 | 2.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონშიფის რეგულარული სეზონი დასრულდა: "ქოვენთრი" და "იფსვიჩი" პრემიერლიგაში ითამაშებენ

დღეს ჩემპიონშიფის რეგულარული სეზონის ბოლო 46-ე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ერთბაშად რამდენიმე გუნდს ჰქონდა მეორე ადგილზე და შესაბამისად პრემიერლიგაში პირდაპირ დაწინაურების შანსი. საბოლოოდ მეორე ადგილი "იფსვიჩმა" დაიკავა, რომელმაც ბოლო ტურში "ქვინს პარკ რეინჯერსი" დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა და "ქოვენთრისთან" ერთად მომდევნო სეზონში პრემიერლიგაში იასპარეზებს.

რაც შეეხება "ქოვენთრის", ფრენკ ლამპარდის გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაიფორმა ელიტაში თამაშის უფლება.

ჩემპიონშიფის ბოლო ტურში ქართველების "უოტფორდი" საკუთარ მოედანზე სწორედ "ქოვენთრის" დაუპირისპირდა და 0:4 განადგურდა. მასპინძელთა მხრიდან გიორგი ჩაკვეტაძეც და საბა გოგლიჩიძეც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და 62-ე წუთზე ორივე შეცვალეს. საბოლოო ჯამში "უოტფორდმა" ჩემპიონშიფის 2025-2026 წლების სეზონი მე-16 პოზიციაზე დაასრულა.

მესამე გუნდის ვინაობა, რომელიც მომდევნო სეზონიდა პრემიერლიგაში ითამაშებს პლეი-ოფის სისტემით გამოვლიდება, ნახევარფინალში მესამეზე გასული "მილუოლი" მეექვსე ადგილოსან "ჰალ სიტის" დაუპირისპირდება, ხოლო მეორე ფინალისტის ვინაობა მეოთხე ადგილოსან "საუთჰემპტონსა" და მეხუთეზე გასულ "მიდლსბროს" შორის გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092071