საქართველოს ეროვნული ლიგის მე-10 ტურში მოქმედმა ჩემპიონმა "იბერიამ" სტუმრად "ტყიბულის მეშახტე" 4:1 დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა.
შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მე-10 წუთზე თავი ვახო ბედოშვილმა გამოიჩინა, "მეშახტემ" მალევე უპასუხა და 20-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გაათანაბრა, თუმცა ტაიმის მიწურულს პაატა ღუდუშაურმა "იბერია" კვლავ წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში ვახო ბედოშვილმა ჯერ 75-ე წუთზე დუბლის გაფორმება შეძლო, ხოლო 79-ე წუთზე ჰეთ-თრიქი გაიფორმა და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
"იბერია" 10 ტურის შემდეგ 20 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მომდევნო ტურში სტუმრად "გორის დილას" დაუპირისპირდება, ხოლო "ტყიბულის მეშახტე" 10 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს. ლადო ბურდულის გაწვთნილი გუნდი 6 მაისს "სამგურალს" ესტუმრება.





