ფეხბურთი

18:31 | 2.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის დუბლი: "ვილიარეალმა" "ლევანტე" გაანადგურა

ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალმა" საკუთარ მოედანზე "ლევანტეს" უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა, ხოლო ქართველმა ფორვარდმა დუბლის შესრულება მოახერხა.

შეხვედრაში ანგარიში 38-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც გიორგი მიქაუტაძემ მცველების დაუდევრობით ისარგებლა და მოხდენილი დარტყმით შეძლო გატანა. მეორე ტაიმი "ლევანტემ" აქტიურად დაიწყო და მალევე შეძლო გათანაბრება, თუმცა 62-ე წუთზე ჯერ მოლეირომ კვლავ დააწინაურა "ვილიარეალი, ხოლო 6 წუთში მიქაუტაძემ პეპეს პასით ისარგებლა, დუბლი გაიფორმა და თავისი გუნდის უპირატესობა უკვე ორბურთიანი გახადა. მატჩის მიწურულს მასპინძლებმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს და საბოლო ჯამში მატივი გამარჯვება მოიპოვეს. გიორგი მიქაუტაძე მთავარმა მწვრთნელმა 74-ე წუთზე შეცვალა.

ცნობისთვის გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 39 მატჩი ჩაატარა და თავი 13 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ "ვილიარეალი" 34 ტურის შემდეგ 68 ქულით მესამე ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო ტურში "მალიორკას" ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08628