გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" სტუმრად მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდა და მხოლოდ და მხოლოდ ფრეს დასჯერდა 3:3.
მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველის გუნდი "ალიანც არენაზე" ბოლო წუთამდე იგებდა... შეხვედრაში ანგარიში ზივზივაძემ 22-ე წუთზე გახსნა, რასაც დინკცის გოლიც მოჰყვა და "ჰაიდენჰაიმი" 31-ე წუთისთვის 2:0 იგებდა. პირველი ტაიმის მიწურულს ლეონ გორეცკამ სხვაობა შეამცირა, ხოლო მეორე ტაიმში დუბლი გაიფორმა და ანგარიში გაათანაბრა. მიუხედავად ყველაფრისა სტუმრები კარგად გამოიყურებოდნენ და 76-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ ჩინებული გოლი გაიტანა, მან საკუთარი ნახევრიდან იარა, საჯარიმოში ოლისე ლამაზი მოძრაობით ჩამოიშორა და მარჯვენა ფეხით მეკარისგან მარცხენა მაღალ კუთხეში ლამაზი გოლი გაიტანა 3:2. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ "ჰაიდენჰაიმს" მნიშვნელოვანი სამი ქულა უნდა მოეპოვებინა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ 90+10 წუთზე მაიკ ოლისემ საჯარიმოს გარედან დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა, თუმცა გამოვარდნილი მეკარეს ზურგზე მოხვდა და ისე შეგორდა კარში 3:3.
აღსანიშავია, რომ ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგის ეგიდით ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა, "ბაიერნთან" მატჩამდე ქართველმა "ზენკტ პაულის", "ფრაინბურგის" და "უნიონ ბერლინის" კარი დალაშქრა. ზივზივაძეს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში უკვე 6 გოლი მოუგროვდა.
შეგახსენებთ, რომ "ჰაიდენჰაიმი" 32 ტურის შემდეგ 23 ქულით ბოლო მე-18 ადგილს იკავებს, თუმცა ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლას მაინც განაგრძობს.





