ეროვნული ჩემპინატის მეორე წრის პირველ მატჩში „ბათუმმა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა. ბათუმელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ სტუმრებმა ორივეჯერ გათანაბრება მოახერხეს.
ბათუმელთა უკრაინელმა ნახევარმცველმა არტემ მილჩენკომ უკვე მე-2 წუთზე გახსნა ანგარიში. სტუმარმა ალექსანდრე კალანდაძემ 22-ე წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანა. 45-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა ზუსტად დაარტყა პენალტი და მასპინძლები ისევ დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში თბილისელთა პორტუგალიელმა შემტევმა როდრიგუ რამუშმა კვლავ გაათანაბრა ანგარიში. მატჩი ასეც დასრულდა - 2:2.
სტუმრები მე-18 წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ, მსაჯმა ბექა კუნჭულიამ განელ ნხევარმცველ ბარნს ოსეის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მინდვრიდან დაითხოვა.
თბილისელთა განაცხადში ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა, 16 წლის თორნიკე გახლდათ, თუმცა მისი დებიუტი სამომავლოდ გადაიდო.
თბილისელთა მეკარემ, გიორგი ლორიამ 295-ე სარეკორდო ოფიციალური მატჩი ჩაატარა „დინამოს“ მაისურით.
თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „დინამომ“ მეორე მატჩი ჩაატარა და ამჯერად ერთ ქულას დასჯერდა, მანამდე დინამოელებმა სტუმრად „სამგრალი’ დაამარცხეს,
ახლა „დინამოს“ 12 ქულა მოუგროვდა და გათამაშებს ცხრილში მე-6 ადგილზეა. 8-ქულიანი „ბათუმი“ კი ბოლოსწინა, მე-9-ზე.





