ფეხბურთი

21:12 | 2.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ „ლორიანს“ დაუზავდა. კვარაცხელია სათადარიგო იყო

საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურის მატჩში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლორიანს“ უმასპინძლა. შეხვედრა 2:2 დასრულდა.

მეექვსე წუთზე პარიზელთა თავდამსხმელმა იბრაჰიმ მბაიემ ანგარიში გახსნა. ექვსი წუთის შემდეგ „ლორიანის“ ნახევარმცველმა პაბლო პაგზიმ გაათანაბრა ანგარიში. 62-ე წუთზე ნახევარმცველმა უორენ ზაირ-ემერიმ პარიზელებს უპირატესობა მოუტანა. სტუმართა თავდამსხმელმა აიეგუნ ტოსინმა კი 78-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში.

პარიზელებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს. ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგო გახლდათ.

პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის ცხრილში პირველ ადგილზეა, 31 მატჩში 70 ქულით. 42-ქულიანი „ლორიანი“ მეცხრეზე.

თეგებიპსჟლორიანი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163633