„კომოსა“ და „ნაპოლის“ შორის მატჩი იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში 0:0 დასრულდა.
„კომო“ იტალიის ჩემპიონატის ცხრილში მეხუთე ადგილზეა, 35 მატჩიდან 62 ქულით. „ნაპოლი“ კი 70 ქულით მეორეზე. მილანის „ინტერი“ 79 ქულით ცხრილს ლიდერობს.
სესკ ფაბრეგასის გუნდი შემდეგ მატჩში 10 მაისს „ვერონას“ დაუპირისპირდება. ანტონიო კონტეს კრებული „ბოლონიას“ უმასპინძლებს.





