ფეხბურთი

23:16 | 2.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "ბოლომდე ვიბრძოლებთ, დანებება ვარიანტი არ არის"

„ჰაიდენჰაიმის“ ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩის (3:3) დაა დუბლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, თამაშამდე ფრეზე თანახმა იქნებოდნენ და ბოლო ორ ტურში ბოლომდე იბრძოლებენ, რომ ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნონ.

„ჩემთვის შესანიშნავი საღამო იყო, ბავშვობაში ასეთ გუნდებთან თამაშზე და გოლების გატანაზე ვოცნებობდი. თამაშამდე ვინმეს, რომ ეთქვა ჩვენთვის, რომ გერმანიის ჩემპიონის წინააღმდეგ ქულას ავიღებდით, კმაყოფილები ვიქნებოდით. ​​სწორედ ამიტომ გვიხარია, რომ დღეს ქულა მოვიპოვეთ. ახლა ვნახოთ, რა მოხდება ხვალ. ამის შემდეგ, ბოლო ორ თამაშზე გავამახვილებთ ყურადღებას. დარწმუნებული ვარ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. დანებება არ არის ვარიანტი. გვაქვს იმედი და დარწმუნებული ვარ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია. გადარჩენა მთლიანად ჩვენს ხელში არაა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ყველაფერი ჩვენი სურვილით წარიმართება“, - თქვა ბუდუმ.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში მეხუთე და მეექვსე გოლი გოლი გაიტანა, მათ შორის, ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში, რადგან წინა ტურში „ზანკტ პაულის“ კარი დალაშქრა, იქამდე, „ფრაიბურგსა“ და „უნიონსაც“ გაუტანა. კარიერაში მას ბუნდესლიგაში 8 გოლი აქვს, 6 მიმდინარე (18 მატჩში) და 2 გასულ სეზონში (ასევე 17 მატჩში, ოღონდ, შარშან 3 საგოლე პასიც ჰქონდა).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160562